სიახლეები
სკოლები

გაიცანით, წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი, ციცი ჭანტურია - „სასკოლო საზოგადოება ვალდებულია, მოსწავლეებს გაუღვივოს სწავლის სურვილი“
06-11-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად განაგრძობენ მოსწავლეებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მასწავლებლეთა მუდმივი სწრაფვა პროფესიული განვიტარებისკენ და სიახლეების ათვისებისა და დარეგვის სურვილი კი დადგებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციასა და ზოგადად სწავლების ხარისხსზე. 

სკოლას არაერთი წარმატებული მასწავლებელი ჰყავს, ამჯერად კი ფართო საზოგადოებას გვინდა ინგლისური ენის პედაგოგის ციცი ჭანტურია გავაცნოთ. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი აქტიურად იყო ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართულ კონფერენციაში, რომლის თემაც იყო „გლობალური მოქალაქეობის განათლება” (GCED). აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი პედაგოგიური გამოცდილება.

„გლობალური მოქალაქეობის განათლებასთან“ დაკავშირებით თავის მოხსენებაში ქალბატონმა ციციმ ხაზგასმით აღნიშნა წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ჩართულობა ამ მიმართულებით. პედაგოგმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა წარმატებული პრაქტიკული გამოცდილება, სადაც აღნიშნა, რომ სასკოლო საზოგადოება ვალდებულია, მოსწავლეებს გაუღვივოს სურვილი, განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარები - „გახდნენ გლობალური მოქალაქეები, შეძლონ მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზება, იყვნენ კრიტიკულად წიგნიერი ადამიანები“.

აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგმა სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლამ უპირობოდ, მონიტორინგის გარეშე მიიღო ავტორიზაცია.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება