სიახლეები
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
07-11-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრა იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კვირეულს შეუერთდა. 

მთელი კვირის განმავლობაში I, II, III, IV კლასების მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ. პირველი კლასის მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის შესახებ კლასის დამრიგებელი - მაია ფანჩულიძე ესაუბრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოსა და დედაენაზე. გარდა ამისა, დიდი მწერლის მოთხრობის - „მეზობლები“ მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმს უყურეს. ფილმში მათ ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი სიტყვები მოძებნეს და დაალაგეს.

მეორე კლასის დამრიგებლის - ქეთო ბრეგაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მათ კლასში პირველკლასელები მიიწვიეს და ქართულისა და ხელოვნების ინტეგრიგებული გაკვეთილი გაიმართა. მოსწავლეებმა ერთად წაიკითხეს, ტექსტი გაიაზრეს, რებუსები ამოხსნეს, ნაწავლი მასალა გაიხსენეს და გააფერადეს.  

„საინტერესო დღე შედგა - დღე დამეგობრების და ურთიერთთანამშრომლობის. კვირეულთან დაკავშირებით, დაიბადა იდეა ჩემს უსაყვარლეს კოლეგებთან ერთად - ლელა, მაიკო, ქეთი, პირველი კლასი მოგვეწვია ჩემ სადამრიგებლო მეორე კლასში. გაგვეხორციელებინა ინტეგრირებული პროექტი შემდეგი აქტივობებით: კლასის ბიბლიოთეკაში გვაქვს რამდენიმე წლის წინ შექმნილი დიდი წიგნი - იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ბულბული“. აქტივობა მოიცავდა წინადადებებით ტექსტის დაშლა-გამთლიანებას. როდესაც ბარათები დარიგდა, პირველკლასელები ანთებული თვალებით შესცქეროდნენ უკვე ნასწავლ ასო-ბგერებს. დრო დაეთმო ანდაზის შესწავლაა, რებუსის ამოხსნას, ბულბულის წყვილებში გაფერადებას (პირველკლასელი სურვილისამებრ ირჩევდა მეორე კლასელს). ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ სჭირდებათ ფრინველებს ადამიანის დახმარება ზამთრის სეზონში და სკოლის ეზოში სიმბოლურად დავკიდეთ მოსწავლის და მისი ბიძის გაკეთებული შოშიის სახლი. აქტიურობისთვის სტიკერებიც დაიმსახურეს მოსწავლეებმა და ბოლოს კი, გემრიელად მიირთვეს ხილი. ვიცეკვეთ კიდეც, ასევე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს მშობლებს.
ხმამაღლა მინდა ვთქვა კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ჩვენი მოსწავლეების ნათელი მომავლის საწინდარია“,- აღნიშნავს მეორე კლასის დამრიგებელი ქეთო ბრეგაძე. 

გარდა ამისა, მეოთხე კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ირინე არევაძის ხელმძღვანელობით, მთელი კვირის განმავლობაში კითხულობდნენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს, მსჯელობდნენ პერსონაჟებზე.

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხალისით მოიძიეს და შეაგროვეს. შემდეგ პრეზენტაცია - „იაკობ გოგებაშვილი“ გამართეს. პრეზენტაციას წამძღვანებული ჰქონდა ილია ჭავჭაძის შემდეგი სიტყვები: „არ არის მკვდარი, ვინც მოკვდეს და ხალხს შეწიროს დღენია, მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ, სახელი არ დარჩენია“

მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობაზე, მის წვლილზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაში და იაკობ გოგებაშვილის დატოვებულ საგანძურზე.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა სტუმრად მიწვეულ მეორეკლასელებს დედაენიდან ამოკრებილი ანდაზები დაურიგეს.

„იაკობ გოგებაშვილი ჩვენი მზე, ჩვენი დარია“- ეს სიტყვები გასდევდა აქტივობებს. ამ თარიღთან დაკავშირებით მესამე კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ ზაირა ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, დიდი მწერილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს. მისი ბიოგრაფია, ლექსები, მოთხრობები გაიხსენეს.

გარდა ამისა, სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები. ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსიც.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება