სიახლეები
სკოლები

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ინტეგრირებული გაკვეთილი ტურცხის საჯარო სკოლაში 
06-11-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვა მასწავლებელმა - თამარ დევდარიანმა და სკოლის სპორტის მასწავლებელმა - კარენ მამულიანმა ჩაატარეს. 

გაკვეთილის თემა ეხებოდა სპორტს. თემიდან გამომდინარე გაკვეთილზე განხორციელდა, როგორც სახელმწიფო ენის სწავლებისას საჭირო და აუცილებელი აქტივობები, ისე სპორტული აქტივობები. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ სახელმწიფო ენისა და ესთეთიკური აღზრდის კათედრების წევრი მასწავლებლები.

სკოლაში, მსგავსი ტიპის და ღია საჩვენებელი ან სტანდარტული გაკვეთილები აქტიურად ტარდება, რომლებსაც სკოლის დირექციის, საგნობრივი კათედრების წევრები და სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრების ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორი - შორენა აკოფაშვილი წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

„ძალიან დიდია ამ მიმართულებით სკოლის პედაგოგების გაწეული შრომა, რაზედაც სკოლის დირექცია, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას უხდის ყველა პედაგოგს და უსურვებს წარმატებას პედაგოგიურ საქმიანობაში!“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება