სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლის მე-10 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
07-11-2023
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელ იამზე ესართიას ხელმძღვანელობით, ღია გაკვეთილი - შუშანიკის წამების ანალიზი, ჩატარდა. მოსწავლეებმა ტექსტზე ისაუბრეს, განიხილეს და გაანალიზეს. მათ ყურადღება იაკობ ხუცესის ოსტატობაზე და სათქმელის გადმოცემის ფორმებზეც გაამახვილეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოსცეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა შუშანისკის წამების თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის თავფურცელზე ისაუბრეს. მე-5 საუკუნეში შექმნილმა ჰაგიოგრაფიულმა ნაწარმოებმა ჩვენამდე მოაღწია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეებს გაუძლო. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს იაკობ ხუცესის მხატვრულ ოსტატობაზე, მისი თხრობის განსაცვიფრებელ ხელოვნებაზე. იმაზე, რომ ის შუშანიკ დედოფლის სულიერი მოძღვარი იყო. ისაუბრეს მის თანადგომაზე შუშანიკ დედოფლისადმი.
გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო. მადლობა პედაგოგ იამზე ესართიას და ჩვენი სკოლის მე-10 კლასელ მოსწავლეებს იმდენად საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება