სიახლეები
სკოლები

„როცა შენი არ ესმით“ - ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
07-11-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე VIII კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს, რომლის თემა გახლდათ - „როცა შენი არ ესმით“. გაკვეთილის თემა კი იყო - კოტე ჯანდიერის - „საოჯახო ქრონიკა“.

შესწავლილი თემის შემდეგ მე-8 კლასის მოსწავლეებმა გაიაზრეს შესწავლილი თემა და კომპლექსური დავალებისთვის აირჩიეს მითითებული მწერლის ნიმუში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასმა კარგად წარმოადგინა წინა წლების დროინდელი ცხოვრება. ბავშვებმა სოფლის უხუცესები გამოკითხეს, კერძოდ 60-80-იან წლების მცხოვრებლები და დაასკვნეს, რომ იმ დროს, როცა არ იყო მობილური ტელეფონი, კომპიუტერული სისტემა, ბევრ ოჯახში მართლაც იყო „საოჯახო ქრონიკა“.

მოსწავლეებმა გაიაზრეს და წარმოადგინეს ძველი დრო, რის შედეგადაც შეადგინეს საოჯახო და საკლასო ქრონიკა.

მერვეკლასელებმა გაკვეთილზე პარალელები გაავლეს წინა წლებსა და თანამედროვე ეპოქასთან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება