სიახლეები
სკოლები

„ენდოკრინული სისტემა და მისი მნიშვნელობა“ - წყალტუბოს N1 სკოლაში, კომპექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა
07-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

„კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც მოსწავლე ქმნის“ - ამ სიტყვებით სკოლაში მის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

როგორც სკოლაში გივყვებიან, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ბიოლოგიის მასწავლებელმა - შორენა დანელიამ მე-9 კლასში, თემით - „ენდოკრინული სისტემა და მისი მნიშვნელობა“ დაიწყო.

„თემა მეტად აქტუალურია. განსაკუთრებით 13-14-15 წლის მოზარდებისთვის. რამეთუ ენდოკრინული ჯირკვლების გამოყოფილი ჰორმონები მოზარდებში არსებით გავლენას ახდენენ სასიცოცხლო თვისებებზე“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე ერთობლივად დაამუშავეს დავალების ეტაპები და ნაბიჯები:

I ნაბიჯი მოიცავდა ბუკლეტის ნიმუშის განხილვასა და მახასიათებლების გამოყოფას, II ნაბიჯი ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს, ჯირკვლების მოქმედების მექანიზმზე მსჯელობას III ეტაპზე კი იმსჯელეს, თუ როგორ გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება სასიცოცხლო თვისებებზე.

დავალების ფარგლებში განხორციელდა აქტივობა, სადაც მოსწავლეებმა დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

დავალება ასევე მოიცავდა როლური თამაშს, სადაც მათ ექიმისა და პაციენტის როლი მოირგეს.

„განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო ინფორმაციის შემცველი იყო ცნობილი ენდოკრინოლოგის ეთიკო ვაჭარაძე ( ექიმი ქუთაისის N4 პოლიკლინიკა და ევექსის კლინიკა) ვიზიტი მე-9  კლასელებისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

ექიმმა ამომწურავად ისაუბრა ენდოკრინული ჯირკვლების აგებულებასა და ფუნქციებზე. ყურადღება გაამახვილა საქართველოში გავრცელებულ ენდოკრინულ დაავადებებზე, მათი ამოცნობის ტექნიკაზე, მკურნალობის მეთოდებზე. მოიყვანა მაგალითები მისი მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან განსაკუთრებით დააფიქრა ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაზე, სწორი კვების აუცილებლობაზე. შესთავაზა მოსწავლეებს „ჯანსაღი კვების თეფში“. 

„მოსწავლეებთან კითხვა- პასუხის რეჟიმში აქცენტები გააკეთა ტექნოლოგიების გავლენაზე მოზარდებში, თუ რამდენად არიან დამოკიდებული და რა როგორ მნიშვნელოვან დროს უთმობენ მას, რის გამოც იმცირებენ ძილის ხანგრძლივობას. ეს კი ნეგატიურად აისახება ჰორმონების გამოყოფის რეჟიმზე, რაც იწვევს ჯირკვლის ჰიპო და ჰიპერ ფუნქციას“, - ამბობენ სკოლაში.

მასწავლებელმა შ.დანელიამ მადლობა გადაუხადა ექიმ ეთიკო ვაჭარაძეს, იმისთვის, რომ გამონახა დრო და როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებს ოქროს წუთები აჩუქა.

„სარგებელთან ერთად მეტად სასიამოვნო იყო ეთიკო ექიმის მოსმენა“, -ამბობენ სკოლაში.

ბავშვებმა მათთან ერთად დასასრულს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება