სიახლეები
სკოლები

დამიის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
07-11-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში, აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე და მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაზე. 

ამჯერად, მოსწავლეები პროექტში - School Media, აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, School Media სატელევიზიო პროექტია, რომლის მიზანია ყოველთვიურად გააშუქოს სკოლის სიახლეები, სასკოლო თემის მიერ განხორციელებული აქტივობები და საზოგადოებას, გააცნოს აქტუალური საგანმანათლებლო საკითხები თუ თემები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყება სიმბოლურად, მასწავლებლის ეროვნულ დღეს გადაწყდა და პირველი გადაცემაც, ამ მნიშვნელოვან დღეს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, School Media-მ სოციალურ სივრცეში მაუწყებლობა 27 ოქტომბერს დაიწყო.

სატელევიზიო პროექტის რეჟისორები, სცენარის ავტორები, რედაქტორები და წამყვანები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები არიან.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების იდეა ეკუთვნით ბიოლოგიის უფროს მასწავლებელ - ლუსინე დარბინიანსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგს - ნორაირ მისკარიანს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სკოლის დირექტორის - სილვა ამირიანის, მხარდაჭერით, წარმატებით ხორციელდება.

იხილეთ ბმული:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება