სიახლეები
სკოლები

„მრავალფეროვანი საქართველო“  - კარტიკამის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
07-11-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი - „მრავალფეროვანი საქართველო“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში, წამყვანი მასწავლებლის ქეთევან ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მისი მცხოვრებლების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. ისინი მათ ტრადიციებს და ადათ-წესებს გაეცნენ, მიღებული ცოდნა კი ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვებმა ასევე ღონისძიებაზე სხვადასხვა კუთხის ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ღირებულებებს უკეთ აცნობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება