მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას კურიკულუმს იყენებენ, რომელიც დადგენილი ნორმების შესაბამისად უნდა მოიცავდეს 4 ძირითად კომპონენტს. პირველი კომპონენტია მიზანი, ამოცანები და შედეგები, რომელიც პასუხობს კითხვას: რისთვის, რა მიზნებს ემსახურება კურიკულუმი, შედეგად რას უნდა მივაღწიოთ.
მეორე, ესაა შინაარსი, მიმართულებები - რა შინაარსით მიიღწევა მიზნები.
ასევე არის მეთოდები, პროცედურები, რომელიც გულისხმობს, როგორ ხორციელდება შინაარსობრივი კომპონენტი. რა მეთოდებს და მიდგომებს იყენებს შედეგების მისაღწევად. დაბოლოს, შედეგი რა შედეგებს მიაღწია კურიკულუმმა.
ინფორმაციისთვის: კურიკულუმის მიზანია, დაეხმაროს 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე პერსონალს, საგანმანათლებლო პროგრამის შედგენაში, განხორციელებასა და შეფასებაში. კურიკულუმი წარმოადგენს როგორც ზოგად, ასევე კონკრეტულ მითითებებს, ცოდნას, გამოცდილებას, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განმავითარებელი და საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზება და უზრუნველყოფა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი