სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აეროპორტის მაკეტი შექმნეს
08-11-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა პორექტსა და აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან. ისინი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს სხვადასხვა საგანში შესანიშნავად წარმოაჩენენ.

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, Minecraft Education Editing-ში ​პროექტი - „ჩემი ქალაქის აეროპორტი“ განახორციელეს. ბავშვებმა Minecraft Education Editing-ში ქუთაისის აეროპორტის მაკეტი შექმნეს.

საგნის მასწავლებელი ზურა ხაკიანი, VI კლასის დამრიგებელი კი მაია ყანჩაველი გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილები საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე მიმდინარეობდა.

აღნიშნული პროექტი სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისათვის. პროექტის ბოლოს ბავშვებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები მიიწვიეს. მეექვსეკლასელებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

პროექტის მონაწილეებს წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება