სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
09-11-2023
-
+


შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დროა. სწორედ, დროსთან და განწყობასთან შესაბამისი ღონისძიებები იმართება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა ეზოში სახალისო აქტივობა გამართეს.

არაჩვეულებრივი სანახავი იყო ნაირფერი ფოთლებით მოფენილი არემარე, იქვე წარმოდგენილი სხვადასხვა ჯიშის ხილი და ხალხური საკრავების გამოფენა ეგზოტიკურ სანახაობას ქმნიდა.

პატარებისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩურჩხელების ამოვლების პროცესი გახლდათ, სადაც დიასახლისების როლი მოირგეს და ოსტატურად გაუძღვნენ განუმეორებელი ნუგბარის მომზადებას.

გოგოებს ბიჭებმაც არ დაუდეს ტოლი და სახალისო აქტივობა, მასწავლებლების - მარი ჭიტაძისა და ნინი კანტიძის დახმარებით მშვენიერი შედეგით დასრულდა, ისე, როგორც შემოდგომისას ხდება ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში.

ამგვარი კოლაბორაციებით მოსწავლეები სწავლობენ გუნდურად მუშაობას, საინტერესო და სახალისო პროცესით საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება