სიახლეები
სკოლები

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ექსკურსია სამეგრელოში
08-11-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებსა და ექსკურსიებს სთავაზობენ.

ახლახან, V-VI კლასების მოსწავლეები, ტრადიციულად, სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე ნოქალაქევში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, თავისი იმიტირებული არქეოლოგიური ველით დაათვალიერეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიით იმდენად მოიხიბლნენ ბავშვები, რომ არქეოლოგის პროფესიაზეც კი დაფიქრდნენ.

ბავშვებმა ეგრისის „ისტორიაში“ იმოგზაურეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ულამაზესი, შეუდარებელი ტეხურის სანაპირო მოინახულეს.

„ნოქალაქევის მუზეუმის სიახლოვეს სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი, ულამაზესი ტრავერტინებიოხშივარ ავარდნილი ჩანჩქერი, ეს ჩვენი შემდგომი გაჩერების პუნქტი - დედამოკა გახლავთ. მოგიწოდებთ ყველას ყველას ესტუმრეთ დატკბით გამაჯანსაღებელი აბაზანებით და განიტვირთეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ასევე მოინახულეს სენაკის მახლობლად ციხესიმაგრე ონოგურისი იგივე შხეფის ციხე, რომელიც როგორც სკოლაში ამბობენ, შუა საუკუნეებში საპატიო პატიმართა საპყრობილეა, მიტოვებული მოუვლელი მაგრამ მაინც ამაყი და მედიდური.

„მადლობა ექსკურსია მძღოლს: ჩიტო აბურჯანია-ციებაშვილს და იმიტირებული არქეოლოგიური ველის ხელმძღვანელებს: ლელა ზარქუას და თეა ქომეთიანს. სკოლის პედაგოგებს: ნანა რამიშვილს და ხათუნა ბოგვერაძეს და პერსონალურ ასისტენტს: ლელა მამალაძეს. განსაკუთრებული მადლობა შემოდგომის ფერებში გახვეულ ულამაზეს სამეგრელოს. მადიდე სამარგალო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება