სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლამ სხვადასხვა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს თვითმმართველობის პრაქტიკა და დემოკრატიული მართვის გამოცდილება გაუზიარა
08-11-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ.

ამჯერად, სკოლამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის როგორც პარტნიორი, ასევე არაპარტნიორი სკოლების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

2 ნოემბერს, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N2, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშისა და სოფელ ტყაიის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები მიიწვიეს.

მათ სასკოლო საზოგადოებამ თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკა და დემოკრატიული სკოლის მართვის გამოცდილება გაუზიარა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სტუმრებს ასევე სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელებული პროექტები და ინიციატივები გააცნეს.

„აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა, რომელიც სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდა პროგრამის კოორდინატორი სალომე გარდავა.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს მიბრძანებისთვის.

„ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ერთობლივად საინტერესო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები გამოცდილების გაზიარებასა და სკოლების დამეგობრებას უწყობს ხელს, რაც მეტად მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება