მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოზარდების უმეტესობისთვის თინეიჯერობის ხანა, შეიძლება ითქვას, რომ რთული გადასატანია, მათ ხასიათი ეცვლებათ, ზოგჯერ გაღიზიანებულები და ხისტები არიან. ასე რომ, მართალია თინეიჯერობა რთულია, თუმცა უფრო მარტივი არც ამ ასაკის ადამიანებისთვის სწავლებაა.
მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იცოდნენ, თუ როგორ მიუდგნენ მოსწავლეებს. მათ კი რჩევებს ფსიქოლოგი უზიარებს. მისი თქმით, თინეიჯერები უფროსებისგან განსხვავებულად ფიქრობენ - ისინი უფრო ხშირად მიდიან რისკზე, ეძინებათ, არასწორად აღიქვამენ ემოციებს, ემორჩილებიან თანატოლების ზეწოლას და ზოგჯერ საკუთარი თავის კონტროლიც უჭირთ. მოზარდების შესახებ მეტი ინფორმაციის ცოდნა კი პედაგოგებს დაეხმარებათ, რათა სასწავლო პროცესი წარმატებით წარიმართოს და თავად მასწავლებლების ემოციური მდგომარეობაც არ გაუარესდეს. ახლა კი სათითაოდ რომ განვიხილოთ თინეიჯერთა თავისებურებები.
მოზარდები რისკზე მიდიან
ჩატარდა გამოკითხვა, ადამიანებს უთხრეს, რომ 5 ფუნტს მისცემდნენ, იქვე კი იყო ჩანთა, რომელშიც ლურჯი და წითელი ჟეტონები ეყარა. მათ არ იცოდნენ რამდენი იყო ლურჯი და რამდენი წითელი. თუ ადამიანი ჩანთიდან ლურჯ ჟეტონს ამოიღებდა, თანხას გააორმაგებდა, თუ წითელს - 5 ფუნტს დაკარგავდა. ეს საკითხი მკვლევარებმა თინეიჯერებსა და ზრდასრულ მონაწილეებს დაუსვეს. აღმოჩნდა, რომ როდესაც წარმატების შანსი ცნობილი არ არის, მოზარდები ბევრად უფრო აზარტულები არიან და რისკზე მიდიან.
რჩევა მასწავლებლებს: მასწავლებლებს შეუძლიათ მოზარდების ეს თვისება სასწავლო პროცესში გამოიყენონ. მაგალითად, მათ ისეთი ამოცანები და დავალებები შესთავაზოს, რისი ამოხსნაც აზარტულია, რისი მეშვეობითაც ადგილს დაიმკვიდრებენ და მეტად განვითარდებიან. რისკზე წასვლისას მოსწავლეებს წარუმატებლობის არ ეშინიათ. მასწავლებელმა ისინი უნდა წაახალისოს, თინეიჯერებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეცდომის გამო არავინ გაკიცხავს და დასცინებს.
მოზარდებს მეტი ძილი სჭირდებათ
კვლევის მიხედვით, მოზარდებს (8-10 საათი) უფრო მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულებს (7-9 საათი). ზრდასრულების უმეტესობა 10 საათზე იძინებს, რადგან ამ დროს ძილის ჰორმონი, მელატინინი იმატებს. მოზარდებში კი საქმე სხვანაირადაა, ისინი დაღლილობას უფრო გვიან გრძნობენ. მოსწავლეების დილა კი 8 საათზე იწყება, მათთვის გამოფხიზლება უფრო რთულია.
მაგალითად, თინეიჯერობის წლებში მუსიკოსი ადელი სკოლიდან კინაღამ გარიცხეს, რადგან სკოლაში ყოველთვის აგვიანდებდა. მიზეზად კი თქვა, რომ ეძინებოდა და საწოლოდან ვერ დგებოდა.
რჩევა მასწავლებლებს: კლასში ადამიანის ცხოვრებაში ძილის როლზე ისაუბრეთ, ასევე მათ ინფორმაციის მოძიება დაავალეთა. მოსწავლეებს ესაუბრეთ და აუხსენით, თუ როგორ ჩამოიყალიბონ ძილის რუტინა.
მოზარდებს ემოციების სწორად წაკითხვა უჭირთ
დოქტორ დებორა იურჯელუნ-ტოდის ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მოზარდებს ემოციების სწორად აღქმა უჭირთ. ჩატარდა ტესტი, რომლის დროს მოზრდილებს ადამიანის სახის სურათი აჩვენეს და მათ უნდა აერჩიათ გამოხატული ემოცია იყო შიში, შოკი თუ გაბრაზება. ყველა ზრდასრულმა სწორად ამოიცნო შიში, მაშინ, როცა თინეიჯერების მხოლოდ ნახევარმა გასცა სწორი პასუხი. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის ის, რომ მოზარდის ლიმფური სისტემა ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ზრდასრულის წინა-ფრონტალური ქერქი.
რჩევა მასწავლებლებს: სწრაფი გამოსავალი არ არსებობს, პედაგოგები მოთმინებით უნდა აღიჭურვონ. ასევე, ეცადეთ, რომ კლასში შესაბამისი აქტივობები გამართოთ და მოსწავლეებს განვითარებაში დაეხმაროთ. დროთა განმავლობაში კი სასურველ შედეგს მიაღწევთ.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თინეიჯერობა რთულია. ამ დროს ადამიანის სხეული და გონებაც იცვლება, ტრანსფორმირდება, ყალიბდება. თინეიჯერობის პერიოდში ადამიანებს ერთგვარი გამოცდის გავლა უწევთ. გამოსაცდელი პირები კი არა მხოლოდ მოზარდები, არამედ მათ გარშემო მყოფი პირებიც არიან. რასაკვირველია, მათ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თუმცა, ამავდროულად, მასწავლებელსაც შეუძლია თინეიჯერების ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეცვალოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...