სიახლეები
სკოლები

„მე მკითხველი ვარ“ - საინტერესო პროექტი თელავის N5 საჯარო სკოლაში
08-11-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებთან საგან „მე და საზოგადოებაში“ პროექტი - „მე მკითხველი ვარ“ განხორციელდა. მის ფარგლებში, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებთან და წიგნის მოხმარებასთან დაკავშირებით, პრეზენტაციები გამართეს. 

მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნები ხალისით მოძებნეს, ამოარჩიეს ციტატები წიგნზე და ზოგადად, ცოდნაზე. შემდეგ დაამზადეს სასწავლო რესურსები - კომიქსები, სასურველ ფოტოსთან ერთად.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ისინი ქალაქის საბავშო ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციები გამართეს და კომიქსებზეც ისაუბრეს. პროექტის ხელმძღვანელი „მე და საზოგადოების“ პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი იყო.

„ვესტუმრეთ ყველაზე საყვარელ ადგილს, ჩვენს ლამაზ და მყუდრო სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეები გაეცნენ სკოლის ბიბლიოთეკას, ისწვლეს და გაიარეს რეგისტრაცია. დიდი მადლობა სკოლასთან არსებულ და ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკას საუკეთესო გარემოს შექმნისა და ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება