სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ ეშინიათ მასწავლებლებს სამხრეთ კორეაში მოსწავლეებისა და მათი მშობლების?
12-11-2023
-
+


სამხრეთ კორეაში მასწავლებლების პროტესტია. ბოლო თვეებში ათიათასობით პედაგოგი გამოდის ქუჩაში და სახელმწიფოს მათი დაცვისკენ მოუწოდებს. პრობლემის მასშტაბურობაზე ისიც მეტყველებს, რომ გასულ თვეში გამართულ აქციაზე 200 000 ადამიანი შეიკრიბა. 

„რატომ ეშინიათ მასწავლებლებს სამხრეთ კორეაში მოსწავლეებისა და მათი მშობლების“ - სტატიას ამ სათაურით CNN აქვეყნებს. ირკვევა, რომ პედაგოგები პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი კლასის 20 წლის მასწავლებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციამ კი მისი საქმის განხილვისას პრობლემური მოსწავლეები და მათი მშობლების მხრიდან ზეწოლა ახსენა, თუმცა თვითმკვლელობის მიზეზი არ დასახელებულა.

კოლეგების თქმით, ივლისის შემდეგ კიდევ რამდენიმე მასწავლებელმა მოიკლა თავი, ისინი ზოგიერთ შემთხვევას სკოლაში არსებულ სტრესულ გარემოს უკავშირებენ. როგორც კიუნჰის უნივერსიტეტის განათლების პროფესორი სუნგ იულ-კვანი ამბობს, პროტესტის სიმწვავემ ბევრი გააკვირვა. „ვფიქრობ, იყო საერთო განცდა, რომ ეს შეიძლება ნებისმიერს დამართნოდა“,- აღნიშნა პროფესორმა.

მასწავლებლები მიუთითებენ ბავშვზე ძალადობის შესახებ 2014 წლის კანონზე, რომლის მიზანიც ბავშვების დაცვაა. პედაგოგები ამბობენ, რომ კანონში ხარვეზებია, ამიტომაც მოსწავლეთა დისციპლინირებას ვერ ახერხებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეშინიათ, მშობლების მცირე პროცენტმა შვილსთვის სტრესის მიყენებაში არ დაადანაშაულონ და სასამართლოში არ უჩივლონ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან საქმის დაჭერის ეშინიათ. 

„მოსწავლეები მაგიდას მუშტებს ურტყამდნენ, სკამებს იგვლივ ყრიდნენ“,- ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი - კანგი, რომლებმაც მოსწავლეების შეჩერება ვერაფრით ვერ შეძლო. ის სკოლაში 2 წლის განმავლობაში ასწავლიდა და მოსწავლეთა დისციპლინირებისთვის იბრძოდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. რეაგირება არც დირექტორს და მშობლებს ჰქონიათ. ახლა კი პედაგოგი სკოლიდან წამოვიდა და ამბობს, რომ სულიერ სიმშვიდეს ნელ-ნელა იბრუნებს.

კანგმა აღნიშნა, რომ ავტობუსის წინ გადახტომის სურვილი უჩნდებოდა: „სულ ცოტაც და გადავხტებოდი, შვებას ვიგრძნობდი. ვფიქრობდი, მაღალი შენობიდან რომ გადმოვმხტარიყავი, ეს სულ მცირე სიმშვიდეს მომცემდა“. 

სამხრეთ კორეის განათლების მინისტრმა ლი ჯუ-ჰომ თავდაპირველად გააფრთხილა მასწავლებლები, რომ მასობრივი გაფიცვა უკანონო ქმედება იქნებოდა. ეს პოზიცია სწრაფად შეცვალა და 21 სექტემბერს ეროვნულმა ასამბლეამ გარკვეული ცვლილებები მიიღო. ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება არის ის, რომ მასწავლებლები, ბავშვთა შესაძლო ძალადობის საქმეზე უფრო დაცულები იქნებიან სასამართლოს წინაშე წარდგომისგან. მათ საქმეებს, ასევე მშობელთა თუ მოსწავლეთა საჩივრებს ჯერ სკოლის დირექცია განიხილავს.

ახალი კანონი ასევე დაიცავს მასწავლებელთა ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა მათი მობილური ტელეფონის ნომრები. ახლა მშობლები ჩივილებით სკოლას უნდა დაუკავშირდნენ და არა უშუალოდ მასწავლებელს.

მასწავლებელთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და არსებული ვითარებიდან გამოსავალი ვერ იქნება. ისინი, პირველ რიგში, ისეთი მშობლების დასჯას ითხოვებ, ვინც პედაგოგები უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. 

ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ პრობლემა არამხოლოდ ეს კონკრეტული კანონი, არამედ ქვეყნის კულტურაა. იქ მოსწავლეთა განათლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, შედეგად ისინი მშობელთა წნეხის ქვეშ არიან. 

„ჩვენ გვაქვს კულტურა, სადაც მშობლებს როგორც წესი, ერთი შვილი ჰყავთ და ისინი მზად არიან ამ ბავშვს ყველა ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა მისცენ. შვილები ზეწოლის ქვეშ, განათლებით შეპყრობილნი არიან, რაც მასწავლებლებისთვის კარგ გარემოს არ ქმნის“ - თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, სადაც განათლება პრიორიტეტულია, მასწავლებელთა კმაყოფილების დონე დაბალია. აპრილში მასწავლებელთა მუშათა კავშირის ფედერაციის ჩატარებული გამოკითხვაში მასწავლებელთა 26,5% განაცხადა, რომ მათ სამუშაოს გამო, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ან მკურნალობა დასჭირდათ. გამოკითხულთა დაახლოებით 87%-მა თქვა, რომ სამსახურიდან წასვლას ან პროფესიის შეცვლას განიხილავს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება