სიახლეები
სკოლები

„ცხოვრების ხარისხი ჩვენს ქალაქში“ - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგნენ
09-11-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არის ჩართული.

ამჯერად, მოსწავლეები: ნუცა სამხარაძე, მარიამ მოდებაძე და ბარბარე რევიშვილი „International Internship University-ის“ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

„International Internship University ცნობილი საერთაშორისო უნივერსიტეტია. მისი ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნებს.  International University ხშირად ატარებს კონფერენციებს და შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - ამბობენ სკოლაში.

ამჯერად, გამართული კონფერენციის მიზანია, ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა.

ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა კონფერენციაზე თემა - „ცხოვრების ხარისხი ჩვენს ქალაქში“ წარადგინეს. მათ მსმენელს გააცნეს ჭიათურის წარსული, აწმყო და ქალაქის სამომავლო გეგმები.

საკითხის მომზადებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი წვლილი შეიტანა ისტორიის მასწავლებელმა - ნარგიზა კუტალიამ. მან ორგანიზება გაუკეთა საკონფერენციო და საკომუნიკაციო პრობლემებს.

კონფერენციას ესწრებოდნენ  წარმომადგენლები ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნიგერიიდან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსმენელი მოსწავლეთა წარდგენილი თემატიკითა და ინგლისური ენის ღრმა ცოდნით მოიხიბლნენ.

კონფერენცია დისტანციურად ჩატარდა.

„ძალიან ბევრი სამადლობელი წერილი მიიღეს როგორც პრეზენტატორებმა, ასევე პედაგოგმა. კონფერენცია ჩატარდა მაღალ დონეზე, თავისი ბანერებით, ლოზუნგებით და რაც მთავარია, სუფევდა კეთილგანწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს შორის“, -გვიყვებიან სკოლაში.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებმა პედაგოგსა და მოსწავლეებს: ნარგიზა კუტალიას, ნუცა სამხარაძეს, მარიამ მოდებაძეს და ბარბარე რევიშვილს სამი სხვადასხვა სერტიფიკატი და სიგელი გადასცეს.

სკოლაში მათ მადლობას უხდიან სინტერესო პრეზენტაციისთვის.  

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება