სიახლეები
სკოლები

ბანძის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა საზეიმო მიღება და დაჯილდოება გაიმართა
09-11-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში პედაგოგების როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის დირექტორი დონალდ ძაგანია მიწვეულ სტუმრებს მიესალმა.

მან ვრცლად ისაუბრა ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურების შესახებ, რომლებიც ათეული წლების მანძილზე, უანგაროდ მუხლჩაუხრელად და დიდი სიყვარულით ემსახურებოდნენ მომავალი თაობის სწავლებისა და აღზრდის საქმეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ  მიწვეული მასწავლებლები სრული შემადგენლობით ვერ გამოცხადნენ, კოლეგებმა სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენეს თითოეული  მათგანის განვლილი გზა და პედაგოგიური მოღვაწეობა.

შეხვედრას მოსწავლეები, მშობლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„იყო ბევრი თბილი სიტყვა: ემოციებით გამოწვეული მღელვარება და სიხარულის ცრემლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა პედაგოგებს ეს დღე მხატვრული ნომრებით მიულოცეს.

შეხვედრაზე ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიო სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

„ეს იყო პედაგოგის პატივისცემის, დაფასების და მადლიერებით სავსე დღე, რომელიც ლამაზ მოგონებად გაყვება თითოეულ მათგანს“, - ამბობენ სკოლაში.

დირექცია მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზატორებს, პედაგოგებს: ეკა ხაჟომიას, დარეჯან ცინარიძესა და ნათია ლაბარტყავას და მშობლებს: რუსა ჯიქიას და ვერიკო ათაბაგს.

„საქართველოში მასწავლებლობა, ერისკაცობაც არის. მასწავლებლებო მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი“, - ამ სიტყვებით აფასებენ მასწავლებლის პროფესიას სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

    აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

    სიახლეები
    საზოგადოება