სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ხასიათის გასვლითი გაკვეთილი მოეწყო - მე-11 კლასელები ბიზნესლედის შეხვდნენ
09-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობითა და ღონისძიებითაა დატვირთული.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ხასიათის გასვლითი გაკვეთილი, სკოლის დირექტორისა და პედაგოგის -  მაია ნუცუბიძე-ქობულიას ხელმძღვანელბით გაიმართა. 

მეთერთმეტეკლასელები თემაზე - „მეწარმეობა და ბიზნესი“ მუშაობენ. მის ფარგლებში, კომპლექსური დავალების - „ჩემი ბიზნესგეგმა“, შესრულების სხვადასხვა ეტაპზე, მოსწავლეებმა თეორიულ მასალაზე იმუშავეს. შედეგად კი, გაანალიზეს ბიზნესის პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე, რა კავშირი აქვს მას ბუნებრივ გარემოსა და ეკოლოგიასთან.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითის საშუალებით, ქართველ ბიზნესმენებს გაეცნენ, ასევე ბმულს, სადაც მოცემული იყო ცნობილი ბიზნესმენების - ბილ გეიტსისა და სტივ ჯობსის ინტერვიუ - „წარმატების პრინციპები“, შეავსეს სქემები.

მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასის მოსწავლეებს გასვლითი აქტივობა სასტუმრო „პრომეთეში“ ჩაუტარდათ, სადაც მათ ხათუნა მაღლაკელიძე შეხვდათ. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„მიუხედავად მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ, შეხვედრა ცნობილ ბიზნესლედისთან, ჩვენს საყვარელ დეპუტატთან, ქალბატონ ხათუნა მაღლაკელიძესთან. 
ქალბატონმა ხათუნამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო ახალგაზრდებს სასტუმრო „პრომეთეში“. მან მოსწავლეებს წარუდგინა მინი პრეზენტაცია, თუ როგორი გზა გაიარა სასტუმრომ შექმნიდან დღემდე, ასევე ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო ბიზნესი, როგორი სიძნელეები გადალახა, რა უნარ-ჩვევები შეიძინა, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე საინტერესო რჩევები მისცა ახალგაზრდებს.
ინტერაქტიული შეხვედრა დამთავრდა საინტერესო ექსკურსიით სასტუმროში, სადაც ბავშვებმა დაათვალიერეს დამსვენებელთა მომსახურების სხვადასხვა სერვისები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბევრი სიახლეებია დაგეგმილი და სხვა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება