სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის V -VI კლასის მოსწავლეებთან, მსოფლიო დაზოგვის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
09-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მორიგი მნიშვნელოავნი აქტივობა გაიმართა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, V -VI კლასის მოსწავლეებთან მოეწყო შეხვედრა, რომელიც ფინანსური განათლების პორტალის - „ფინედუს“ ორგანიზებულ, მსოფლიო დაზოგვის დღის კვირეულს ეხმიანებოდა.

აღნიშნულ გაკვეთილზე ფულის წარმოშობის ისტორია, მისი მნიშვნელობა და დღევანდელ ცხოვრებაში დაზოგვის აუცილებლობა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს, საჭირო და არასაჭირო ხარჯების გათვლასა და მიზნების მიღწევაზე.

გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„განსხვავებული, სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა სკოლაში. „ფინედუ“ ეროვნული ბანკის შექმნილი ფინანსური განათლების ვებგვერდია. მისი მიზანია ფინანსური განათლების საკითხებზე დააფიქროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მათ შორის, ბავშვებიც. ფინედუს წარმომადგენელი და დესპანი მასწავლებელი ქრისტინა ქუთათელაძეა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება