სიახლეები
სკოლები

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
09-11-2023
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

ახლახან, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გამართა თემაზე - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (პედაგოგი ირინე კუჭავა) ნოდარ დუმბაძის მოთხრობა  „ბოშებსა“ და მის კინოვერსიას შორის არსებული მიმართებების ამსახველი  პრეზენტაცია წარმოადგინეს.  

მოსწავლეებმა - ლიზი ქაროსანიძემ, ანასტასია ფუტკარაძემ და ალეკო ბიბინიძემ ისაუბრეს იმ განცდების შესახებ, რომელიც მათ მოთხრობის კითხვისა თუ ფილმის ყურებისას დაეუფლათ და გააკეთეს შედარება სხვადასხვა ეპიზოდთან, ისაუბრეს მათთვის საინტერესო და საყვარელ პერსონაჟებზე, მასალა გაამდიდრეს შესაბამისი ფოტოებითა და კინოკადრებით, აღნიშნეს ის შთაბეჭდილებები, რომელებიც როგორც მოთხრობამ, ასევე ფილმმა შესძინათ.

„ვკითხულობთ წიგნში და წარმოსახვაში ვაცოცხლებთ ყველაფერ იმას, რაც ქაღალდზეა. ვქმნით სიუჟეტებს, წარმოსახვით პერსონაჟებს, ვაცოცხლებთ ჩვენში მათ გარეგნობას, ქცევებს, ხასიათებს სხვა პერსონაჟთა მიმართ. ფილმში კი თვალწინ წარმოგვიდგება პერსონაჟთა ემოციები, გრძნობები. აქ ყველაფერი ადვილად აღსაქმელია. ორივენი კი ერთმანეთს ავსებს, ემოციებით გვმუხტავს და საოცარ განცდებს გვაგრძნობინებს“,-აღნიშნა ანასტასია ფუტკარაძემ.     

თავისი პრეზენტაცია ლიზი ქაროსანიძემ კი ასე დაასრულა: „გაეცი იმედი, ირწმუნე, იყავი კეთილი, გიყვარდეს, დაეხმარე სხვას და შენც იგივეს მიიღებ“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება