სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები შექმნა
09-11-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სწავლის მიმართ ინტერესს ავლენენ და საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

XI კლასის მოსწავლე ფადილე სამედოვა ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა. ის პირველი კლასიდან ქართულ სექტორზე სწავლობს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხშირად სტუმრობს სკოლის ბიბლიოთეკას.

„მოსწავლის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს თაროზე შემოდებული, ლამაზი ვეფხისტყაოსნის წიგნი, რომლის სიყვარულიც მან ხელოვნებას დაუკავშირა და მისი თვალით დანახული ვეფხისტყაოსანი, ნახატებით გადმოგვცა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მან „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების ნახატები შესანიშნავად შეასრულა, რომლის გამოფენაც შემდგომ სკოლაში მოეწყო.

მეთერთმეტეკლასელის ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარებს წარმოაჩენს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება