სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო გამოფენა გაიმართა 
09-11-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომ, მათი ჩართულობით სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში პედაგოგ ნათია ჩხეტიანის ორგანიზებით „შემოდგომის გამოფენა“ მოეწყო.

გამოფენაში მთელი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მასწავლებელთან ერთად, თვალსაჩინო ხელოვნების ნიმუშები შექმნეს, მასალად კი სკოლაში არსებული ძველი ნივთები გამოიყენეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენას მოსწავლეებთან ერთად მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეთა კრეატიულობით.

სკოლაში ხელოვნების პედაგოგს, ნათია ჩხეტიანს, მადლობას უხდიან, რათა მოსწავლეთა ინტერესი გამოავლინა და მათთან ერთად, შემოდგომის დღეები ლამაზად „დახატა“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება