სიახლეები
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი 
09-11-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. გაკვეთილები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. 

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა (პედაგოგი:თამრიკო ფიჩხულაშვილი) და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედაგოგი:მერი გამრეკელაშვილი).

ლეგენდარული ნოდარ დუმბაძის „ბოშების“ შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად უყურეს ფილმს - „ჩემი ბოშები“, ლეილა გორდელაძის რეჟისორობით.

ბავშვებმა იმსჯელეს მოთხრობისა და ფილმის მსგავსება-განსხვავებაზე, პერსონაჟთა ხასიათსა და თავისებურებებზე, შეასრულეს ჯგუფური სამუშაოები, გამოთქვეს მოსაზრებები მოთხრობაში ავტორის მხატვრულ ხერხებზე, დიალექტსა და პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე.

ასევე, ჯგუფურად წარმოაჩინეს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: ბოშათა ისტორია, საცხოვრებელი გარემო, ფოლკლორი, ენის წარმოშობა, ტრადიციები, რწმენა-წარმოდგენები, ნაციონალური სიმბოლოები, ბოშათა წარსულის გადმონაშთები და მათი ცხოვრება დღეს.

ბოლოს კი მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების თემატიკით დაამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“.

ასევე, ბავშვებმა „ბოშების“ მიხედვით დაწერეს თავისუფალი თემა - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება