სიახლეები
სკოლები

ჭრებალოს საჯარო სკოლის ცხრა მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
09-11-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის ცხრა მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ქრისტინე ჯანელიძეს (VIII კლასი), დაჩი ლომთაძეს (X კლასი), მირიან ცხვედიანს (IX კლასი), მარიამ კიბაბიძეს (X კლასი), მარიამ სანთელაძეს (VIII კლასი), ნიკოლოზ სანთელაძეს (XI კლასი), საბა ვაწაძეს (IX კლასი), მარიამ ცხვირავაშვილსა (VIII კლასი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს (VIII კლასი)  „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 8 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება