სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბი „მწიგნობარი“ წარმატებით მუშაობს
09-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

2023 წლის 31 იანვარს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ჩაერთო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და „არველაძეების ფონდის“ ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

სკოლაში ჩამოყალიბდა წიგნის მოყვარულთა კლუბი „მწიგნობარი“. (დაწყებით საფეხურზე - მე-3-მე-6 კლასის მოსწავლეთა შემადგენლობით; კლუბის კურატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვალიდა კვირიკაშვილი და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან ნემსაძე).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წიგნის მოყვარულთა კლუბის მიზანი იყო მოსწავლეებს დახმარებოდა სწავლასა და არაფორმალური განათლების მიღებაში, გარდა ამისა, გაემძაფრებინა ნორჩ მწიგნობრებში ცნობისმოყვარეობის გრძნობა, ინტერესი, აემაღლებინა კრეატიულობის ხარისხი, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარები.

2023 წლის 7 თებერვალს კი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა წიგნის მოყვარულთა კლუბის - „მწიგნობარი“ 1-ელი სხდომა. კლუბის კურატორებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ვალიდა კვირიკაშვილმა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - დარეჯან ნემსაძემ კლუბის წევრებს გააცნეს (19 მოსწავლე) კლუბის წესდება და სამომავლო ამოცანები... გამომცემლობა „პალიტრა L-თან “ თანამშრომლობის საფუძველზე შეირჩა წასაკითხ-განსახილველი წიგნები: რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“, დევიდ უოლიამსის „ცუდი მამა“, ედით ნესბიტის „რკინიგზის ბავშვები“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის წევრებისა და კურატორების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „მწიგნობარმა“ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისშივე მიზნობრივად განაახლა მუშაობა.

5 ოქტომბერს ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა წიგნის მოყვარულთა კლუბის „მწიგნობარი“  2023-2024 სასწავლო წლის 1-ელი სხდომა. კლუბის კურატორებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ვალიდა კვირიკაშვილმა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - დარეჯან ნემსაძემ კლუბის წევრებს შეახსენეს (15 მოსწავლე) კლუბის წესდება და გააცნეს სამომავლო ამოცანები...

აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებმა ერთობლივად ნახეს რადიარდ კიპლინგის „მაუგლის“ მიხედვით შექმნილი მულტფილმი. ჩვენების შემდეგ კი გაიმართა სასიამოვნო და შთამბეჭდავი დებატები.

კურატორებმა მომდევნო სხდომისთვის კონკრეტული დავალება მისცეს მოსწავლეებს. კერძოდ, მათ დაევალათ განაახლონ ედით ნებსიტის „რკინიგზის ბავშვებზე“ (მე-5-მე-6 თავები: „ტუსაღები და ტყვეები“, „მატარებლის გადამრჩენები“) მუშაობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება