სიახლეები
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა
09-11-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით სკოლის ეზო ლამაზად მორთეს, მათ ასევე „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება