მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების მიერ მოპოვებულ სტატუსებს არაფერი არ ემუქრება - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი განათლების სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, ხედავს სქემის განვითარებას და მოხდა ძალიან ცუდი რამ, როდესაც მოხდა სახელფასო პოლიტიკის მიბმა სტატუსთან მიმართებაში. „მასწავლებლის ხელფასი იყო მცირე და სტატუსის დანამატი - მაღალი, ახლაც ასეა და ამან გამოიწვია ეს ციებ-ცხელება, რომ სტატუსებზე მეტი აქცენტი გაკეთებულიყო.
მუშაობა მიდის რამდენიმე ვერსიაზე და მინისტრი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოაცხადებს. ერთი, რაც მინდა, ვთქვა, არის ის, რომ არაფერი ისე დრამატულად არ შეიცვლება, რაც ვინმეს დააზარალებს. არც ერთ მასწავლებელს ეს არ დააზარალებს. მასწავლებლების მიერ მოპოვებულ სტატუსებს არაფერი არ ემუქრება“, - განაცხადა შუკაკიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი