სიახლეები
სკოლები

ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგს დაესწრნენ
09-11-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო პროექტები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში პროექტი „მედიაწიგნიერება ინგლისური ენის გამოყენებით“ ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი ირმა ნოსელიძე გახლავთ.

აღნიშნულ პროექტში ჩართულები არიან მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეები, რომლებიც კვირაში ერთხელ ესწრებიან მედიაწიგნიერების 2-საათიან სესიას, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მასალას.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გასვლითი აქტივობა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს მედიაწიგნიერებაზე, რომელიც თეონა ფურცხვანიძემ ჩაატარა.

ასევე, ტრენინგის მსვლელობისას მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ.  

„პროექტის განხორციელების სამიზნე ენა არის ინგლისური. პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორები არიან ივლიტა გოგუა (საინფორმაციო სააგენტო Firstnews.ge-ს დამფუძნებელი) და ლიზი კაპანაძე (Kakheri News Agency -ის ჟურნალისტი)“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება