მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლახან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, 700-მდე მასწავლებელთან მორიგი შეხვედრა ჩაატარა და ის საკითხები განიხილეს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებისთვის აქტუალურია - კარიერული წინსვლის სქემა, სახელფასო პოლიტიკა...
ეს არაა პირველი შეხვედრა და როგორც გიორგი ამილახვარი აცხადებს, მასწავლებლებთან, სკოლების ხელმძღვანელებთან, მოსწავლეების მშობლებთან მსგავსი ფორმატის ფარგლებში საუბარს განაგრძობს;
თუმცა საინტერესო ისაა, როგორ შეიძლება მოხვდეს მასწავლებელი მინისტრის მიერ დაანონსებულ შეხვედრაზე? - საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ აღნიშნული კითხვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
როგორც ოფიციალურ უწყებაში განგვიმარტეს, იმისთვის, რომ პედაგოგი მინისტრთან შეხვედრას დაესწროს, საჭიროა, სკოლამ მისი მონაცემები ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს გაუგზავნოს და შემდეგ, რესურსცენტრი გადასცემს სიას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
„ამისთვის განსაკუთრებული პირობების შესრულება მასწავლებლებს არ მოუწევთ; მთავარია, სკოლამ, სადაც ისინი მუშაობენ, სიები გადასცენ რესურსცენტრს“, - განმარტეს სამინისტროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი