სიახლეები
სკოლები

„ჭიდაობა ქართლში“ - მოხისის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლეს
10-11-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. გარდა იმისა რომ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ და კარგად ესმით, რომ სპორტული ცხოვრება ჯანმრთელობის საწინდარია. 

ამჯერად, V კლასში, „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე თემაზე - „ჭიდაობა ქართლში“ ისაუბრეს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმატებულ სპორტსმენს, მე-12 კლასელ შოთიკო გოჩიაშვილს უმასპინძლეს. 

შოთიკო მეხუთეკლასელი თინათინ გოჩიაშვილის ძმაა. ძიუდოისტი დის თანაკლასელებს ჭიდაობაზე, როგორც სპოსტის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობაზე ესაუბრა. 

მოსწავლეებმა სასურველი სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მე-12 კლასის მოსწავლე ძიუდოისტი, ჭაბუკებში ოთხგზის ევროპის თასის გამარჯვებული ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორი“,- ასე ახასიათებენ ახალგაზრდა სპორტსმენს სკოლაში და მის მიღწევებს სიამაყით აღნიშნავენ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება