სიახლეები
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს
10-11-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ამ დღეს 1-ელ კლასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მიეძღვნა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აქტივობებში დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

„მათ გაკვეთილზე „იასთვის“ მიძღვნილი ლექსები წარმოთქვეს და სიმღერები შეასრულეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

პირველკლასელებმა ასევე კინეტიკურ ქვიშაზე ასო-ბგერები „ი“ და „ა“ გამოძერწეს, პირველი ხელნაწერი გააკეთეს, „ია“ დაახასიათეს და ყვავილებით ამოქარგეს ის.

გაკვეთილი შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილს მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებმაც  მოსწავლეებსა და კოლეგებს მომავალში წარმატებები უსურვეს.

ეს დღე საინტერესო და დამსახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივავიის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება