სიახლეები
სკოლები

„სიკეთე გადამდებია“ - საქველმოქმედო აქცია ბათუმის N8 საჯარო სკოლაში
10-11-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, მახინჯაურის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ - „თანას“, ესტუმრნენ.

ვიზიტი მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და დამრიგებელ - თამარ ანანიძის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

ცენტრში, მოსწავლეებს დიდი სიხარულით უმასპინძლეს და კეთილგანწყობილი გარემო მოუწყვეს. ბავშებმა, დაათვალიერეს შშმ პირთა შექმნილი ნახატები, ნაქარგები, ხელნაკეთი ნივთები, რითაც აღფრთოვანებულები დარჩნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, მასპინძლებთან ერთად მოაწყვეს სასიამოვნო, მხიარული საღამო, რითაც ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ, რადგან შეძლეს მათი გაბედნიერება მცირედი დროით მაინც. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დასრულდა  მოსწავლეთა ინიციატივით - მათ სურვილი გამოთქვეს, ხშირად დაგეგმონ მსგავსი აქტივობები.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ვაკანტური ადგილები ცნობილია - დეტალლური ინფორმაცია

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება