სიახლეები
სკოლები

დანდალოს საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის - დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა
10-11-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ის ამავე სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში სპორტის მასწავლებელი იყო. პედაგოგმა სკოლას არაერთი ჯილდო და წარმატება მოუტანა.

დავით ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი სკოლებს შორის ფრენბურთში გაიმართა, მასში მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფერად გაატარეს. 

პირველობა კვლავ არავის დაუთმო დანდალოს საჯარო სკოლის გუნდმა და დაძაბულ თამაშში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ.
 
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი - როლანდ ბერიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი, ქედის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ჯიჯავაძე და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ანზორ გოგიაშვილი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება