სიახლეები
სკოლები

კოხტის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ქარსაცავი ზოლისთვის ნარგავები დაირგო
10-11-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას უთმობენ, ამ მიმართულებით კი არაერთ ღონისძიებას ახორციელებენ. 

8 ნოემბერს, პროექტის - „სკოლის მწვანე სივრცე” ფარგლებში, კოხტის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ქარსაცავი ზოლისთვის ნარგავები დაირგო. 

ამ მეტად საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე სოფლის თემის წარმომადგენლები.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც სკოლის საკეთილდღეო საქმეში მიუძღვის წვლილი. 

„ჩვენი სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ორგანიზაციას - „საქართველოს ნერგები/Seedlings of Georgia“ რადგან სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცა უმაღლესი ხარისხის ალვის ხეების ნერგები საუკეთესო მდგომარეობაში. მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და იმ თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება