სიახლეები
სკოლები

ხევაშენის საჯარო სკოლას მარიტა შველიძე უხელმძღვანელებს 
10-11-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის - ცისანა ობოლაძის წარმატებულ მოღვაწეობას, ამავე სკოლის პედაგოგი მარიტა შველიძე გააგრძელებს. 

ყოფილი დირექტორი, 21 წლის განმავლობაში, წარმატებით მართავდა სკოლას, ახლა კი განათლების სადარაჯოზე, პედაგოგის რანგში იდგება და გააგრძელებს ღირსეული, განათლებული და ერუდირებული მოქალაქეების აღზრდას. 

სკოლის ახალი ხელმძღვანელი მარიტა შველიძე კი, წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და იმედოვნებს, რომ ასეთივე წარმატებით იქნება სკოლის მმართველი, ის დიადი გეგმებითა და უშრეტი შემართებით ჩაუდგა საგანმანათლებლო დაწესებულებას სათავეში. 

ხევაშენის საჯარო სკოლა, მიესალმება სკოლის ახალ დირექტორს, სრულიად სასკოლო საზოგადოება მას წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელმძღვანელობით გააგრძელებენ საინტერესო პროექტების განხორციელებასა და პოზიტიური სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას. 

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება