სიახლეები
სკოლები

ატოცის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 
10-11-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით გვამცნობს, რომ საგანმანათლებლო საქმიანობს, უკვე ავტორიზებული სკოლის სტატუსით გააგრძელებს. 

სრულიად სასკოლო საზოგადოება მოხარულია, რომ გაწეული შრომა დაფასდა და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმატებით გადალახა. 

სკოლაში, განსაკუთრებულ მადლობას, დირექტორ ლიანა ქოჩიშვილს უხდიან და აღნიშნავენ, რომ სწორედ მისი, როგორც შესანიშნავი ლიდერისა და კოლეგის დამსახურებაა ეს გამარჯვება. 

„ვულოცავ ატოცის საჯარო სკოლას ავტორიზაციის წარმატებით გავლას, ქალბატონი ლიანა ქოჩიშვილის დამსახურებაა ასეთი წარმატება, შესანიშნავი ლიდერი და კოლეგა, რომლის გვერდით მუშაობაც ძალიან კომფორტული და ნაყოფიერია.

ვულოცავ გუნდის თითოეულ წევრს მათი დაუღალავი შრომის ობიექტურ შეფასებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება