სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო ტრენინგს დაესწრნენ
10-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საინტერესო ტრენინგებსა და შეხვედრებს მონდომებით ესწრებიან.

ამჯერად, XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ტრენინგს:  „ინკლუზიური განათლება - მხარდამჭერი და ხელმისაწვდომი განათლება“ დაესწრნენ, რომლის ტრენერი ნატო ქობულაძე გახლავთ.

ტრენინგი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით,  სამოქალაქო განათლების პროგრამის პროექტთან თანამშრომლობით ჩატარდა.

მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო, მათთვის საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს.

„ეს ტრანსფორმაციული პროგრამა განკუთვნილი იყო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანია შექმნას უფრო ინკლუზიური, თანაბარი და ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო ყველასთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ტრენინგი როგორც პედაგოგთა, ასევე მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო

„ყველა ინდივიდს აქვს განათლების უფლება, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, წარმომავლობისა თუ ინტელექტისა. მოდით, გავხადოთ სამყარო უფრო ინკლუზიური, ჩვენი ერთი გაკვეთილით!“, -აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება