სიახლეები
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში თემაზე - „შემოდგომა“ მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა 
10-11-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, II კლასში, ხელოვნების გაკვეთილზე პედაგოგმა - სოფიო ოქროპირიძემ, თემაზე - „შემოდგომა“ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.

„ეს ნამდვილად ჯადოსნური დღე იყო ჩვენი პატარებისთვის. ეს იყო მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვებზე.“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახი წამებში გადაიქცა შემოდგომის სამოთხედ, აივსო ფოთლების ფერებით.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებშიც როგორც სკოლაში ამბობენ, პატარებმა მთელი გული და ფანტაზია ჩადეს. მათ აღნიშნული ნახატებით ბუნების გაცოცხლება შეძლეს.

„საოცარ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიდა პატარების ნამუშევრები, რომლებიც ასახავდნენ ფოთოლცვენას და გვამოგზაურებდნენ შემოდგომის მრავალფეროვნებაში. ყველა ნახატში ჩანს ფერადი შემოდგომა, თავისი მრავალფეროვანი ფოთლებით. “, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება