სიახლეები
სკოლები

დამსახურებული მასწავლებლის წოდების მფლობელი და უკვე მეორედ არჩეული დირექტორი - ხავეთის საჯარო სკოლის კოლექტივი ამაყობს ხელმძღვანელის მიღწევებით 
10-11-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - ნორაირ აკოპიანი, პროფესიონალიზმისა და ღირსეული პედაგოგიური საქამიანობისთვის დაჯილდოვდა

დირექტორს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის  გადაწყვეტილებით საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა, გადაეცა სიგელი და სამკერდე ნიშანი.  

სკოლის დირექტორსა და ღირსეულ პედაგოგს, ეს დიდი წარმატება  პირადად მიულოცა ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსმა - თერეზა ჩივჩიანმა და მას, მინიჭებული ჯილდო გადასცა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დირექტორთა არჩევნებზე, სამეურვეო საბჭომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ერთხმად აირჩია და კვლავ ნდობა გამოუცხადა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს - ნორაირ აკოპიანს.

სკოლის ადმინისტრაციამ და სასკოლო საზოგადოებამ, დიდი სიხარულით მიულოცა მას მიღწეული წარმატებები და უსურვა, კვლავ მუხლჩაუხრელად გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა.

თავად დირექტორი კი, მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას მისი ღვაწლის დაფასებისა და ნდობის გამოცხადებისათვის. იგი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს ჰპირდება, რომ სკოლის საკეთილდღეო საქმეს კვლავ ღირსეულად ემსახურება.

სკოლაში, დიდი სიამაყით გვიყვებიან გამორჩეული პედაგოგისა და ლიდერის საქმიანობასა და ფასდაუდებელ ღვაწლზე.

ნორაირ აკოპიანი მუდმივად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე. მისი წვლილი დიდია პოზიტიური სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებაში. დამკვიდრებული უსაფრთხოების ნორმები, ფასეულობები და წესები სასკოლო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისთვის ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიაა. ნორაირ აკოპიანი თავად წარმოადგენს რეალურ მოდელს იმ ქცევებისა და ფასეულობების სწავლებისათვის, რაც სკოლისთვის მნიშვნელოვანია.  მისი  უშუალო მცდელობით მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ერთად მუშაობენ ერთიანი ხედვისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში. შედეგად თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს, სკოლის თანამშრომელს, ოჯახებს წვლილი შეაქვთ ასეთი გარემოს შექმნაში. სწორედ ამიტომ არის, რომ ხავეთის სკოლის მოსწავლეებს ყოველწლიურად უკეთესი აკადემიური შედეგები აქვთ როგორც სასწავლო პროცესში, ისე ოლიმპიადებსა და პროექტებში აქტიური ჩართულობით, მოსწავლეებს არ ახასიათებთ პრობლემური ქცევები, მათ შორის პოზიტიური ურთიერთობებია, სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის ქმნის და იყენებს საჭირო რესურსებს. თემთან ურთიერთობა წარმატებული და შედეგიანია“, - გვიყვებიან სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება