სიახლეები
სკოლები

„შემოდგომა, ლამაზო, გეფერებით, ნეტავ როგორ მოხატე ეს ფერები?“  - ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა 
10-11-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებებს სთავაზობენ.

​ამჯერად,  VI კლასში, რომლის დამრიგებელი მარიამ მაცაბერიძე გახლვათ საინტერესო ღონისძიება - „შემოდგომა ლამაზო გეფერებით, ნეტავ როგორ მოხატე ეს ფერები?“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოდგომას ლამაზი ლექსები, სიმღერები, ცეკვები, ფერადი და მხიარული ნოტები მიუძღვნეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„ღონისძიების დასასრულს, მათ დამსწრე საზოგადოებას შემოდგომასავით ფერადი დღეები უსურვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება