სიახლეები
სკოლები

„ბავშვთა უფლებების დაცვა“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა 
10-11-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო პრეზენტაციები და შეხვედრები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში თემაზე - „ბავშვთა უფლებების დაცვა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი პედაგოგი ნატრული ჯანჯღავა გახლდათ.

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება იყო.

როგორც სკოლაში ამბობენ, პედაგოგმა, ნატრული ჯანჯღავამ გადაწყვიტა, „სპმთმ-ის“ ადგილობრივი ორგანიზაციის, მასწავლებელთა დასახმარებლად ორგანიზებულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა მოერგო საგაკვეთილო მასალისთვის და ის მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის გაეზიარებინა.

ღონისძიებაში ასევე ამავე სკოლის წამყვანი პედაგოგები: ნონა თოდუა, ეკა გაგუა, უფროსი სპეც. მასწავლებელი - მადონა ჯიჯელავა და დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში - ნინო სურმავა მონაწილეობდნენ.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზენტაცია იმდენად ლაკონურად და გასაგებად იყო წარმოდგენილი, რომ დამსწრე უმცროსკლასელთა ინტერესი გამოიწვია“, - ამბობენ სკოლაში.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა საპრეზენტაციო თემის გარშემო დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

მსგავსი პრეზენტაციები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება