სიახლეები
სკოლები

წაჩხურუს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა ამბავი შეთხზეს და ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის გაგრძელება დაწერეს
10-11-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, II კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაში საინტერესო დავალება შეასრულეს, მათ ამბავი უნდა შეეთხზათ და მოთხრობა გაგრძელებინათ. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მეორეკლასელებმა ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის - „როგორ იყიდა ულემ ელვა“ შესწავლის შემდეგ, შეთხზეს ამბის გაგრძელება და ილუსტრაციაც დაურთეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„მოსწავლეებს განუვითარდათ მსჯელობის, წარმოსახვის, ნააზრევის ჩაწერისა და პრეზენტაციის უნარები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება