სიახლეები
სკოლები

სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარეს
10-11-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ პროექტი იმართება.

ამჯერად კი, სკოლაში ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორ - ქეთინო ლურსმანაშვილს უმასპინძლეს. სასკოლო საზოგადოებამ სტუმრებს გულთბილი დახვედრა მოუწყო. 

სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს, მათ ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს. საზოგადოების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგენენ ვაშლევის სკოლის მოსწავლეებიც, რომლებმაც, შემოდგომის თემაზე, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. 

ზეიმის ბოლოს, სარგვეშის სკოლის დირექტორმა - ინგა ბერაძემ მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა, ხოლო ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორმა - ქეთინო ლურსმანაშვილმა სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრა. 

„სარგვეშის საჯარო სკოლისთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე იყო. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებელები, მათ შორის ჩვენი პედაგოგიური კოლექტივის წევრი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ვალერი ჭიპაშვილი, რომელმაც წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და ღონისძიების მონაწილე სკოლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება