ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - მილენა არაქელიანსა და შოღიკ კირაკოსიანს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
10-11-2023
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა მილენა არაქელიანმა და შოღიკ კირაკოსიანმა კონკურსის პირველ ეტაპში წარმატებით იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მეორე ეტაპზე გადავიდნენ. ორივე მათგანი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ, მათ დირექტორი - რუბენ ვარდანიანი, ეტალონი მასწავლებელი და მთელი პედაგოგიური კოლექტივი წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.