სიახლეები
სიახლეები

საშემოდგომო ჟრიამული, ამღერებული და აცეკვებული მოსწავლეები და დიდი ზეიმი თბილისის N219 საჯარო სკოლაში 
10-11-2023
-
+


შემოდგომის ნუგბარით მოწყობილი კუთხეები, მრავალფეროვან კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები და საზეიმოდ გაფორმებული სკოლის ეზო - თბილისის N219 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ჟრიამულია. 

გიორგობის თვე დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს თბილისის N219 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტრადიციულმა საშემოდგომო ღონისძიებამ, წელსაც შთაბეჭდილებებით აავსო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.  

დაწყებითი კლასების კრეატიულმა და მრავალმხრივ ნიჭიერმა მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესთავაზეს, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი ააჟღერეს და შემოდგომას მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, პედაგოგთა დიდი შრომის, დირექციის მხარდაჭერისა და მშობლების აქტიური ჩართულობით გაიმართა - სკოლის მრავალფეროვან ისტორიას, კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

საშემოდგომო ღონისძიებას დაწყებითი კლასების პედაგოგები: ნინო ტაკაშვილი, მარიამ ასლანიშვილი,  ნანა ქაცარაშვილი და მარი ოდიშელიძე, ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეების წარმატებით, მონდომებული, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგებითა და აქტიური მშობლებით, განსაკუთრებით სკოლის დირექტორი შალვა ხუციშვილი ამაყობს და Etaloni.ge-ისთან ღონისძიების შესახებ საუბრობს.

„საშემოდგომო ღონისძიება ჩვენთან ყოველ წელს იმართება, რასაკვირველია, წელსაც არ ვუღალატეთ ტრადიციას და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, მშობელთა დიდი ჩართულობითა და მხარდაჭერით, ასეთი ზეიმი შემოგვთავაზეს. ბევრი ვეცადეთ, რომ საინტერესო ყოფილიყო და იმედია მივაღწიეთ დასახულ მიზანს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც კლასის დამრიგებლებსა და მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, მათ გარეშე ასეთი ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია. აქტიური მშობლები გვყავს, მაქსიმალურად ჩართულები არიან სასწავლო პროცესში.  ყოველ პარასკევს მშობელთა მიღების დღე მაქვს. მათი ეს აქტიურობა, მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ მშობლების უმეტესობა ამავე სკოლის კურსდამთავრებულები არიან. 

ღონისძიების ორგანიზატორები კი, ძალიან აქტიური მასწავლებლები არიან, ცდილობენ, რომ ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზონ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად გამოსდით“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

Etaloni.ge-სთან ღონისძიების შესახებ საუბრობენ დამრიგებლებიც, რომლებმაც ბევრი იშრომეს, რომ სასკოლო საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი სანახაობა შეეთავაზებინათ.

„ყოველ წელს, ტრადიციად გვაქვს შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მივუძღვნათ. წელს გადავწყვიტეთ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მაღალი კლასის მოსწავლეებიც, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ერთვებიან. კუთხეების მიხედვით გვაქვს ხოლმე განაწილებული, მოსწავლეები საინტერესოდ წარმოაჩენენ თითოეულ მხარეს და იქაურ ტრადიციებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მშობლების ჩართულობა, ძალიან მოტივირებულები არიან და ყოველთვის მხარში გვიდგანან. ვცდილობთ, რომ ღონისძიება ყველაზე მორგებული იყოს, ყველას ჰქონდეს თავიანთი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა და იმედია გამოგვდის“, - აღნიშნავს მე-3ა,ბ კლასების დამრიგებელი ნანა ქაცარაშვილი

„ჩვენი სკოლა გამოირჩევა ყველაფრით, სწავლიდან დაწყებული, ფორმებით, ზეიმებით, აქტივობებით და ა.შ. ჩვენ მადლობლები ვართ ბატონი შალვასი, რომ ასეთ სკოლაში ვმუშაობთ და ვართ აქტიურად ჩართულნი სასწავლო პროცესში. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ეს პირველი არ არის, ყოველ წელს ტარდება და წარმოვადგენთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. წელს დაწყებითი კლასებით შემოვიფარგლეთ და იმედია საინტერესო გამოვიდა“, - გვეუბნება, ნინო ტაკაშვილი, მე-2 კლასის დამრიგებელი. 

„წელს პირველად შევედი ამ კლასში. ახლა გავიცანი მოსწავლეები და ვნერვიულობდი, როგორ ჩაივლიდა ღონისძიება, ვეცადე, რომ ყველა ბავშვს, თავიანთი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. ბავშვებმაც ძალიან მოინდომეს და მშობლების დახმარებით, ყველაფერი კარგად წარიმართა. იმედია მომდევნო ღონისძიებები კიდე უკეთესი და უკეთესი იქნება“, - ამბობს მე-2 კლასის დამრიგებელი მარიამ ასლანიშვილი. 

„ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ ბავშვებს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მშობლების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, - აღნიშნავს მე-4 კლასის დამრიგებელი მარი ოდიშელიძე. 

სასწავლო პროცესში მშობლები განსაკუთრებით არიან ჩართულნი, ისინი ყოველთვის მხარში უდგანან მასწავლებლებს და ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. Etaloni.ge-ის ამავე კლასის კურსდამთავრებულები, უკვე მშობლების რანგში ესაუბრნენ.

„ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ, ჩემი 3 შვილი ამავე სკოლის მოსწავლეა და ახლა უკვე, როგორც მშობელი გეტყვით, რომ ჩვენი სკოლა ოდითგანვე გამოირჩეოდა მრავალფეროვანი, საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებებით, რაც ყოველთვის დიდი მოწონებას იმსახურებდა გარშემომყოფებისგან. მასწავლებლები თავდაუზოგავად შრომობენ ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის და ჩვენ, მშობლებიც ვცდილობთ აქტიურად ჩავერთოთ სასკოლო ცხოვრებაში. ყოველთვის კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით, შრომა ყოველთვის ნაყოფიერია“, - აღნიშნავს მშობელი - ელენე თეთრაძე. 

„დღევანდელი ღონისძიებით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირადად ჩემი, როგორც მშობლის ჩართულობა ძალიან დიდი, ვცდილობ ყოველთვის გვერდში ვედგე მასწავლებლებს. ამ ყველაფერს მასწავლებლებისა და ბატონი შალვას პატივისცემით, დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. მეც ეს სკოლა დავამთავრე და ჩემი შვილებიც აქ სწავლობენ. მიხარია, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს პედკოლექტივთან და დირექტორთან“, - აღნიშნავს კიდევ ერთი მშობელი ნინო გუჯეჯიანი. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, Etaloni.ge-სთვის მოკლე სასკოლო ექსკურსია მოეწყო. განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი მასწავლებლებს, დირექტორსა და მოსწავლეებს შორის თბილი დამოკიდებულება იყო. 

ალბათ, ძალიან ცოტას, ან სულაც, მხოლოდ N219 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თუ ექნებათ ბედნიერება, ისწავლონ კლასებში, რომლებიც დირექტორის მიერ დიდი სიყვარულითა და მონდომებითაა მოხატული.

სკოლის დირექტორი, ჩვენთან საუბრისას, მოსწავლეთა აქტიურობას აფასებს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე გვიყვება. 

„მოსწავლეები აქტიურად არიან, როგორც საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი, ასევე მსგავს ღონისძიებებსა თუ შემეცნებით პროექტებში. შარშან, მოსწავლეების დიდი მონდომებით, დავამზადეთ რობოტი - გიდი, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა გამოფენა, სადაც ჩვენმა ნამუშევარმა საპრიზო ადგილი დაიკავა. განათლების მინისტრმა, სიგელით დაგვაჯილდოვა ყველა მონაწილე. რობოტი ორ ენაზე არის დაპროგრამებული და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიას მოგვითხრობს, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რობოტი ქუდის დაფარების შემდეგ იწყებს საუბარს, გვაქვს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქუდი, რომელ ქუდსაც დავაფარებთ რობოტს, იმ კუთხეში გვამოგზაურებს

ჩვენი სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტი, მათ შორის გამოვყოფ ინიციატივას - „დავიცვათ მშობლიური ბუნება“, მათში ძირითადად მაღალი კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლების ხელმძღვანელობით. ჩვენთან არის ლოჭინის ხეობა, სადაც ჩამოდის წყალი, რომელიც ბინძურდება. ამ წყალს კი, ახლო მდებარე სოფლებში აქტიურად გამოიყენებენ, რადგან წყლის დეფიციტია. ჩვენი ძირითადი მისიაა, რომ მოხდეს ამ წყლის გაფილტვრა, გვინდა, რომ დავრგოთ ხეები, რადგან ინარჩუნებს ტენს და წყლის დაშრობას შეუშლის ხელს. მოლოდინი გვაქვს, რომ გრანტს მოვიპოვებთ და ყველაფერი კარგად დაგვირგვინდება“, - აღნიშნავს დირექტორი. 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, დირექტორის სურვილი, რომ ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იყო, ამას სკოლაში შემორჩენილი ფორმებიც მოწმობს, რომლებიც მოსწავლეთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა.

„უკვე 15 წელია ჩვენ სკოლაში არსებობს ფორმა, ეს ერთპიროვნულად მე არ გადამიწყვეტია, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით, შეიქმნა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, ფორმების სხვადასხვა ვერსია შექმნეს, საბოლოოდ კი, შეირჩა ის ფორმები, რომლებმაც მოსწავლეთა მეტი მოწონება დაიმსახურეს. ყველა საწყის აქვს  პრობლემები და ამ გადაწყვეტილებასაც მოყვა გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა, როცა მშობლებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ეს აუცილებელია, რადგან გვყავს ოჯახები, რომლებსაც ეკონომიურად უჭირთ - ეს კი სკოლაში უთანასწორო გარემოს ქმნიდა. ჩემთვის თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია, მიხარია, რომ საბოლოოდ შეგნებით მოეკიდნენ ამ საკითხს და მადლობასაც მიხდიან ამისთვის“, - გვიყვება ხელმძღვანელი. 

დირექტორის ასევე სკოლის კონტინგენტზეც გვესაუბრება და ამაყობს, რომ ნელ-ნელა იზრდება მოსწავლეთა რიცხვი. 

„როცა ამ სკოლაში მოვედი ძალიან მცირე კონტინგენტი იყო, თუმცა ახლა 332 მოსწავლე გვყავს, რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის, რომ  ახლომდებარე სკოლებიდანაც ჩვენთან მოჰყავთ ბავშვები სასწავლებლად. მოსწონთ სასწავლო პროცესი, შედეგზე ორიენტირებული გარემო და ის წარმატებები რასაც ერთობლივად ვაღწევთ. წელს, 6 მედალოსანი გვყავდა, 22 კურსდამთავრებულიდან 20 სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო, ეს შედეგი კი ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის. 

არაფორმალურ განათლებასაც დიდი ყურადღებას ვაქცევთ, მოსწავლეებისთვის ხშირად ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, ადგილზეც ხშირად ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, აქტიურად ვმასპინძლობთ თოჯინების თეატრსაც“, - გვიამბობს დირექტორი. 

ბოლოს კი, სკოლის ხელმძღვანელი, მათემატიკის მენტორი პედაგოგი და დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი - შალვა ხუციშვილი, ლიდერობაზე, მის მიღწევებსა და სკოლის წარმატებაზე გვიყვება. 

„2019 წელს მენტორის სტატუსი მომენიჭა, 2020 წელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება, 2021 წელს პედკოლექტივმა, მოსწავლეთა თვითმმართველობამ, სამეურვეო საბჭომ და მშობლებმა, გამიხსნეს ვარსკვლავი... მე-12 კლასში რომ ვიყო, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მიხარია, რომ ავისრულე. მიყვარს ბავშვები, სკოლა და ჩემი საქმე, რადგან ეს გამომდის!  42 წელია განათლების სისტემაში ვარ, 25 წელი კი, ამ სკოლის დირექტორი, ბევრი სიძნელეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ნამდვილად არ ვემდური ბედს! სკოლის ლიდერი აუცილებლად უნდა იყოს მისაბაძი და სამაგალითო სხვებისთვის, სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ მენტორი მასწავლებელი გავმხდარიყავი. 28 პედაგოგი გვყავს, აქედან მე - მათემატიკის მენტორი მასწავლებელი ვარ, 12 წამყვანი და დანარჩენები უფროსი მასწავლებლები გახლავთ, ვფიქრობ ესეც იმის დამსახურებაა, რომ მე ვარ ლიდერი“, - აღნიშნავს დირექტორი. 


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 








კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გენეტკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

იხილეთ 7 საგამოცდო საგნის ტესტი, რომლიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა - გამოცდები 2024

აბიტურიენტმა, რომელიც მცხეთიდან მოდიოდა, გამოცდაზე დაიგვიანა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება