სიახლეები
სკოლები

„ბარაქიანი შემოდგომა“ - ანდეზიტის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა 
13-11-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, I-II-III-IV კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ წარადგინეს.

ზეიმზე, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, სხვადასხვა პერსონაჟის როლები მოირგეს და შემოქმედებითი უნარებიც შესანიშნავად გამოავლინეს.

„მოსწავლეებმა სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს დალოცვილი შემოდგომის ბარაქა. არც გემრიელი ჩურჩხელების ამოვლება დავიწყებიათ“, - ასე აფასებენ ანდეზიტის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას.

ბავშვები კი აქტივობებში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლამაზი, ფერადი, სახალისო დღე, სადამრიგებლო კლასებთან ერთად, პროექტის ორგანიზატორებმა, კლასების ხელმძღვანელებმა: მაკა მუჯირმა, ქრისტინე ტონოიანმა და იზოლდა სალუქვაძემ წარუდგინეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება