სიახლეები
სკოლები

ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო, შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მუზეუმში
13-11-2023
-
+


პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის - ზიზო ოგანესიანის ხელმძღვანელობით, თბილისის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში - ექსპერიმენტორიუმში, საინტერესო გასვლითი აქტივობა(ექსკურსია) მოაწყვეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ ამ დღეს, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ნასწავლი თეორიული მასალა განემტკიცებინათ მუზეუმში არსებულ ექსპონატებთან შეხებით და გამოეტანათ დასკვნა.

ბავშვებმა დიდი ყურადღებით შეისწავლეს ექსპონატები და შთაბეჭდილებებით აღივსნენ.

„ექსპერიმენტორიუმმა მოსწავლეთა წარმოდგენა შეცვალა, მეცნიერების სირთულესთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება