სიახლეები
სკოლები

წინუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა 
13-11-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და შრომა დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის - ჟენია სარქისიანის აქტიური ჩართულობით, მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ასე მიულოცეს პედაგოგებს ეს დღე.

ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე ღონისძიებაზე შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს, იმ შრომისთვის, რასაც მათ განათლებაში დებენ.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი მელიქ პეტროსიანი, დირექტორის მოადგილე  და მშობლები ესწრებოდნენ.

მათ მასწავლებლებს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვეს.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება