სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში დაჯილდოვდა
13-11-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროექტებში ხშირად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ეკო კლუბი - „ფესვები“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023-ში ჩაერთო. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს ცვლილებების განხორციელება და ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესება შეეძლოთ.

„ფესვების“ წევრებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, ფინალისტები გახდნენ და თბილისში, დასკვნით ღონისძიებაზე მიიწვიეს, სადაც ეკო კლუბი - „ფესვები“ „მეღვინეობა ხარებას“ რჩეული გახდა და კომპანიისგან ფულადი ჯილდო გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და „მეღვინეობა ხარებას“ მადლობას უხდიან. 

„ეკო კლუბელები თავად იყვნენ მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი, თავად გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რომლის დასტურია ის,რომ ეკო კლუბელები გახდნენ ფინალისტები.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის „მეღვინეობა ხარებას“, მის წარმომადგენელს ბატონ თემურ ვეკუას, მოსწავლეების წახალისებისა და მხარდაჭერისათვის, ასევე ეკო კლუბ „ფესვების“ ლიდერ მასწავლებელს - მზია ქარდავას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის და CENN-ის წარმომადგენლებს ამ შესაძლებლობებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია, ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება